რაც ნაღველია სტრიქონს მიღმა დამნაღმველია წერტილების, გადახვევია ფიქრებს ზღვის ხმა გადასცდენია წრეს დილემის.
მონატრება კი ერთი იჯრა მიჯნავს იმედებს ხვალისაგან, ჩიტმა, რომელიც გულში მიჯდა, მიზნად გაფრენა დაისახა.
ქცევებით ისევ ბაძავ რებუსს, წინათ ყველა წამს დავითვლიდი... ვერ გიყოფინე, გაჯავრებულს ვერ გეფოფინე, გამიფრინდი. ..
სტრიქონებს გრძნობებს გავაცლი და სიტყვებს მივანდობ გულის სახნისს, თან მარტივი და თან მკაცრია შენი დუმილის ამონახსნი. ლექსში გამიშლის თავის ჰამაკს სიმშვიდე, ციდან დანაბერტყი, უკვე სათქმელიც აღარა მაქვს მალე ამასაც აღარ გეტყვი.