ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2022


რამე ისეთი მელოდია

როცა დინება აუყოლებს ტალღებს ქარიშხალს,
როცა გუბეებს აამხედრებს ზღვისკენ დინება,
წამიღიღინე, მთავარია სულმა აიშვას,
რამე ისეთი  მელოდია გეცოდინება.
შენი ღიღინი თუ მიშველის ახლა აიშა.
მზე რომ დალპება, დაბნელდება თეთრი ხომალდიც,
გემის კიჩოზე დარჩენილო ხალხო უშვერო   
თქვენ მთავარია შეშინებულ თავებს უშველოთ,
თორემ მე ომშიც გმირი ვარ და გმირი ომამდეც.
ხოდა მოვარდეს ეს დამპალი შტორმი მოვარდეს.
როგორ  ცვივიან დაბნეული სულის  გარშემო
შენი ცისფერი იმედები, თეთრი წიგნები,
გოგოვ ახალი დედამიწა რომ ავაშენი?
ბიჭო არ გინდა, ვერ გაუძლებ, ჩამოინგრევი.
იქნებ მეტალზე გაცილებით ბასრად ალესილ,
სხვა სიცრუეა რეაქრიულ გულის ჭმუნვებში. .
თეთრი პლატინის იერსახით რკინის ჭურვებში
რად იმალება თქვენი ღმერთი უბრწყინვალესი. .
რომ ვიცი შენი გამოხედვა დამიგლოვდება,
რა დამაძინებს, არც მეძინა, ვერც ვიძინებდი.
ან საქართველო ისე როდის დამიგროვდება,
თავისუფლება რომ ავაწყო მისგან მცირედი.
პალტოს მოვიცვამ  კონიაკის სუნში გაჟღენთილ
და გავიქცევი რუსთაველის გზისკენ ღმერთივით,
პარლამენტის წინ მე დავდგები როგორც ქაშვეთი
და ქაშვეთის წინ დავეცემი  პარლამენტივით.
ისე ავად ვარ საიდუმლოდ თუ გაგიმხელო,
რა ვქნა ასეთიც უნდა მიცნო, უნდა დამჯერდე,
მინდა ვირწმუნო რომ შენი ხმა გადამარჩენდეს.
ნუ მეკითხები რა მიმღერო, როდის მიმღერო.
როცა დინება აუყოლებს ტალღებს ქარიშხალს,
როცა გუბეებს აამხედრებს ზღვისკენ დინება
წამიღინე მთავარია სულმა აიშვას,
რამე ისეთი მელოდია გეცოდინება.
შენი ღიღინი თუ მიშველის ახლა აიშა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები