ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2022


შეზღუდული გამოცემა

სადღაცა ვარ, ფესვებისგან მოჭრილივარ,
მე ის ხე ვარ უფესვოდ, რომ გახდა შეშა.
სამშობლოში თუ შევძელი კოჭლი მივალ,
თუ სიკვდილმა მაშინვე არ გამაშეშა!

საშინელ დროს დავიბადე, საშინელ დღეს,
ვარ ერთ - ერთი შეზღუდული გამოცემა.
სამშობლოზე შეყვარებულს მაშინებდნენ,
ბევრმა მათი სიყვარულის გამო მცემა!

მე არ ვფენდი ჩემს ცხოვრებას საჩვენებლად,
ვკითხულობდი ხარბად წიგნებს მუნჯ ბერებთან.
ის თაობა მშობლებს კი არ აჩერებდა
არამედ მათ უსმენდა და უჯერებდა.

ჩვენ ცხოვრებას უცხოების განხილვაზე...
არ ვხარჯავდით, იხარჯებით როგორითაც.
თვალო შეგთხოვ: ჩემს მიწაზე გამახილე,
როგორი მზე..  როგორი ტყე.. როგორი მთა..

დაკარგული უსამშობლო ტურისტი ვარ,
მოვიგონებ წამით მთებს და წამით ყანებს.
ყვითელ ფოთლებს ვეუბნები: გული მტკივა!
მეც თქვენი ვარ, თქვენთან ერთად წამიყვანეთ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს