ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2022


* * *

სადაც ხმა არის დაჭიმული ბაგირების და ნისლია ფიქრის,
მეც იქეთ მივქრი.
რომ მივქრი, რახან ახლა სხვა რამ არაფრით ძალმიძს,
რომ უმთავრესად მწამს საკუთარ ძალის და აზრის.
რომ უმთავრესად დაკარგული სანაპიროა,
ერთი კუნძული და კუნძულზე ქალი, რომელიც
იმ ძუძუს იკვეთს,
მე რომ მკვებავდა.
მე რომ მახსოვდა.
მე რომ ვივიწყებ და მივიცვლები
ფიქრის და გემის მძიმე, მძიმე ბაგირებისკენ.

მომიგონებდე შენ ღიმილიანს, შენ ათას ღამეს
ათას სიცოცხლეს უცხო თვალის ძებნას შევალევ,
ნაღვლისფერია ჩარაზვამდე მისული კარი,
მე რომ შევაღე.
რა უხდებოდა პოეზიას ეს გზა, ვიცოდით
დიდხანს და მხოლოდ ძალზე, ძალზედ ახლობლებისთვის.
გადავიღალეთ ხასიათის უამინდობით,
უნამდვილობით გადავიღალეთ,
ხავსმოდებული თანაგრძნობა ხიდთან დავტოვე,
დარწმუნებულმა, ვერაფრით ვერ აგორდებოდა.

ჩემი გონება მიღწეული არის ტოტემი,
და იმის იქით ცოტა რამ მაქვს დასამთავრები,
ჩვენი სიცელქის გემრიელი არტისტობები,
და მათში ლექსის დიდებული დასამარება.
გადარჩენილი ცხრა სამარე, ოკეანეთა
მხარეს სხვა სიზმრებს ვატან ორმოც ფხიზელ ალბატროსს,
რომ აღარასდროს მომეკიდოს თმებით ანთება,
რომ აღარასდროს
მეკარგებოდეს მიღწეული თმები, ტაფობი.
წაკითხული და გაგებული არისტოფანე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს