ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2022


ქუთაისი - ამქვეყნად ჩემი დედულეთია

როცა ვსტუმრობ ქუთაისს,
(თუმც სტუმარი არა ვარ)...
ქუთაისშიც მივყვები
სიყვარულის ქარავანს.

მიყვარს მისი სურნელი,
წყალი მისვამს რიონის...
და მიქია ლექსებით
ნიჭი გალაკტიონის.

მოწამეთას მიწაზე
მართალს ვამბობ ყველასთან,
მათ მამულიშვილობას
ვლოცავ წყალწითელასთან.

დგას ბაგრატი ამაყად,
სიამაყით ვივსები,
ჩვენი ისტორიაა,
წარმოჩენა ღირსების.

მოკრძალებით შევდივარ
მე - გელათის ტაძარშიც,
დიდი ქართველების და
ღვთის წყალობით გადავრჩით.

გაუმარჯოს ქუთაისს,
დედასავით ერთია...
ქუთაისი - ამქვეყნად
ჩემი დედულეთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს