ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2022


საბაჟო

მაკლია თვითდაჯერება, რომ ყველასთვის არსებობს
სამყაროსებრივი ნდობა,
ჩვენი წილი ყველაფრისგან რადგან გვეძლევა.
მეშინია,  ვერ შევძლებ შევიმეცნო სამყარო,
ადამიანურ ეგოიზმის კლანჭებში მკვდარი,
ვერ დავინახავ როდის შევცდი, ან გავიმარჯვე.
საზამთროსფერ სინატიფეს გავშლი ფრჩხილებით,
ფიქრივით, ისიც მხოლოდ წუთიერი მოწყვეტისთვის,
ენის ქვეშ ჩასადებად, სხვა სიხშირისთვის.
ტრაილერის ჯანყით გაჟღენთილ მძღოლებს
შორტებით შემოსვლაღა დარჩენიათ,
წყალმოწყურებულები ეწაფებიან ჩვენთან
სიგრილესა და სისუფთავეს.
ენის სხვადასხვა აქცენტები ისმის აქა-იქ.
ტვირთისთვის გეზი ვინც აიღო, ყველა მოგროვდა.
სიტყვების თამაშად ციფრები ვისწავლე,
კოდექსები შეიცვლებიან ჩემსავით ხშირად.
იმპორტიორების ლოგიკით გაჟღენთილ კედლებში
გამონათება წერაში და ფიქრში მჭირდება.
სულ ტყუილია, რას ვფიქრობ ან ვწერ,
რადგან აფსოლიტურია ჭეშმარიტება,
ადამიანთათვის მიუწვდომელი.




ბედნიერების განცდას  ახლავს ეიფორია,
პეპლები კანის სიჭრელეში კვლავ თეთრდდებიან,
გაუცვეთელი მისალმების დარი სიზმრები,
მასახიჩრებენ, უძილოთაც მელანდებიან.
ბურუსი დამხვდა, გაისარკა უფრო დიდი ზღვა,
გადასაცური, კამკამა და უნაპიროა.
ზღვარი იქაა, სადამდედაც შევძლებ გაცურვას,
ჩემი მდინარე დაზღვავებულ სისხლით ნაკვები.
ვერდახუჭული ტკივილებით ნაკმარი თვალი,
როცა მტკიოდა, მიგუბებდა ღვიარა ცრემლებს.
ყური დახშული, მარტოობით მიგდებულ ხმაში,
უსმენო იყო, დავალებულ მოხსენებებში.
ვერას ვიგებდი, ვერ ვხედავდი, ვერ ვიღიმოდი.
ცხოვრება გადის წამისწამად, სახეზე გვამჩნევს,
ნაპერწკლებს გვართმევს თვალებიდან, ხელიდან გვასმევს
დამჭკნარ სიხარულს, ნაოჭების დასტა კაბებში
იყო ოდესღაც მისი ტანი ახალგაზრდული.
ახლა რომ ვზივარ, მიხარია, ახალგაზრდა ვარ
მაგრამ სულ ვფიქრობ სიბერეზე,
ჩაკუჭულ კაბასავით მისი გატკეცა რომ შეგვეძლოს.
ყოველწამიერ საზღაურად ვიფიქრო მინდა,
რომელ დინებას მიუყვება ჩემი ცხოვრება.
მევსება კალთა შეცდობით გამოსწორებულ დეკლარაციებით,
რეალობა ასე მკაცრი ციფრებივით და შეუვალი,
მე კი უზუსტო და უსწორმასწორო ზედაპირით,
პალეტს არ ვგავარ და მასზე დადებული ბრუტო წონაც მიახლოებითია.
განცდები მეცვლება ინკოტერმსივით,
გარიგების მეთოდებით არ ვცდილობ შეცვლას.
აქ ყველაფერი ისე პრაქტიკულია,
ფიქრსა და მიჩუმათებას მაინც ვახერხებ,
საბურველს ვიქმნი, რომ არ ვშორდები საკუთარ თავს.
გაჭიმული ციფრები ჯოხს მიქნევენ,
სირენების ხმა წამომაფრენს და ვიჯერებ,
მე წინ მივდივარ,
მჭირდება ფიქრის გარდა რამე ვაკეთო,
დავება ცხოვრების სიცხადისა და ტკივილის მარყუჟით,
რათა შემდეგ დავიცალო,
ფურცელზე გადმოვიტანო,
როგორი არარეალურიდან ვარ,
ასე პრაქტიკული შესაძლებლობებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს