ცოტა დრო რომ მქონოდა, იქნებ მეცადა დაფიქრება უსამართლო არჩევანზე, ყურის საჩიჩქნად ნეკის წვერზე წამოზრდილი ფრჩხილივით ბასრი ჩანაფიქრი, სატყუარად გამომეყენებინა და გამოვსულიყავი სააშკარაოზე, მთელი ჩემი სიბრიყვით, მთელი ჩემი უძრაობით, მთელი ჩემი გაუბედაობით. ურჩობა ვისთვისაც იქნებოდა მიუღებელი, სწორედ მათ წინაში გამემართა საგანგებო როკვა. რა მეცხოვრება ამ ყველაფრის ფონზე, ისე უმწეოდ გამოიყურება ადამიანი, როგორც ბულდოზერის წინაშე უკანონო მშენებლობა. რაღას ვეყოფი გაწბილებული, ამის შემდეგ აუცილებელ წვრილმანებს თუ მოვიმარაგებ და გავიზიარებ უცხო ქვეყანაში არალეგალად ყოფნის გამოცდილებას, რომელსაც უკვე შეიძლება აღარც ვჭირდები.