ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2022


თვალი, რომელიც

ხის ტოტებიდან ზამთარი მიმზერს.
დათოვლილია ხმელი ფიჭვები.
ლექსებად მოვქსოვ ნაცრისფერ სიზმრებს,
სანამ ქურაზე რძე აიჭრება.
უნდა მოესწროს წერა და საქმე.
სადილი, სახლი და პოეზია.
მერე, ამ ნაწერს ცხოვრებას ვარქმევთ.
სტროფები ყოფის ანამნეზია.
ვერ დაწერ ისე, თუ არ მოპარე,
სამყაროს, სევდის ბასრი ამბები.
იყოს ლიგეტი.. ზოგჯერ შოპენი..
იცხოვრე, მერე ლექსში დაბერდი.

იქნება დილა. სულის სიმშვიდე,
ამოფუება დარდის ვარცლების.
ზოგჯერ ზამთარიც უნდა იშვილო
და ჩამოწმინდო ზამთრის ცას ცრემლი.
უნდა მოასწრო თავის შეცნობა
და შეეჯიბრო შენ საკუთარ “მეს”,
თუკი იწამე ღმერთის ღმერთობა,
მიხვდები, სულის კარს აყურადებ..
ხელოვნებაში ჟანგბადს თუ ჰპოვებ,
და თუ გაფიქრებს, კვლავ, აშტავაკრა.
სულში გაგიშლის ცისფერ სუმბულებს,
შეგმატებს იმას, რაც გულს დააკლდა.

ჩვენ ვიბადებით წუთში ათასჯერ.
ათასწლეულში - საშუალოდ სამჯერ..
დაღლილი სულის წონას ვაჯამებ
და კიდევ ერთხელ შობის ჟინს ვამჩნევ,
თუ ვერ მოასწრებს, ყველა სათქმელი,
ჩატიოს ორ, ან მეტ სიცოცხლეში..
ჩამავალი მზის სიღრმეს გავცქერი
ანთია როგორც სვეტიცხოველი..
და ეს მაჯერებს, რაღაც უფრო დიდს,
შეუცნობელის შეცნობის იმედს.
ადრე, თუ ფიქრის სიღრმეს ვუფრთხოდი,
ახლა ყველა ფიქრს, ცის იქით მივდევ..

Ⴋ . Ⴆ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს