 | ავტორი: ზარქუა ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2022 |
ხმა ამოიღე და თქვი, რომ გკლავენ, გკლავენ და თავად კარგად არიან. თქვი, ჩათრეული რომ ხარ ყელამდე ჭაობში, სადაც დამხრჩვალ მთვარიან საღამოსავით სული გილპება. თქვი, რომ ვერაფრით ვერ შეიყვარე გადათელილი მთები - ალპები და ისე, როგორც კოცნა საყვარლის დამალული გაქვს მუჭში აბები. თქვი, რომ სიმართლე საზიანოა და, იჯერებენ ზღაპრებს ზღაპრები. იმდენი ხანი გვიდგას ზამთარი, რომ ვეღარაფრით გამოვიზამთრეთ. თქვი, ყოველ ღამე როგორ გებრძვიან, როგორ გსერავენ ცოცხალ-სიზმრები, რომ არსებობა ყოფილა სიძვა და ჩვენ, ყველანი, სიძვის ხიზნები. თქვი, ეს ცხოვრებაც ისე გაძვირდა, გადახლეჩილი შენი თითები, ვერაფრით გწევენ, რომ სიმაღლიდან, ლეშით გააძღო მინდვრის ჩიტები... ხმა ამოიღე და თქვი, რომ გკლავენ, გკლავენ და თავად კარგად არიან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, თავფურცელს იმსახურებს კარგია, თავფურცელს იმსახურებს
1. კარგია, თავფურცელს იმსახურებს კარგია, თავფურცელს იმსახურებს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|