ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2022


ჩემთან

“ჩემთან დაჯექი”.
ვჯდები, მაგრამ არ გიყურებ, ან ვერ, ისეთი გრძნობა მაქვს მუდმივად, რომ მიდიხარ. ეს დღეები სულ ასეთ რამეებზე ვფიქრობ და მეშინია შენც არ წახვიდე.
ხან ვისზე ლაპარაკობ, ხან - ვისზე, ხან - რაზე.. მე კი ცუდად ყოფნისგან ფრჩხილებს ისე ვისობ კანში, დიდი ხნის მერეც არ მშორდება კვალი.
კითხულობ, რა მჭირს, ან ვინ მჭირს.. როგორ მინდა, პასუხი არ იცოდე..
თავში ერთი სიმღერის ტექსტი ჩამესმის და ძალაუნებურად ვიხედები შენკენ.
თვალებს კი გაშორებ, მაგრამ გული მაინც ვერაფრით დავაბრუნე თავის ადგილას.
ვდგებით, ტაქსის ვიძახებთ და მივდივართ. მთელი გზა ცრემლები მადგას თვალებზე, თავი ხელში ვერაფრით ავიყვანე, არადა შენთან აქამდე არასდროს მიტირია. სიჩუმეა. ისეთი სიჩუმე, რომ გული ვეღარ მიძლებს და ვამბობ: “ყველა მიდის”.
“მე არ მივდივარ”, - ამბობ, მაგრამ ჩემივე პასუხით ვიკლავ იმედის ნაპერწკალს: “ჯერ”. და შენი დუმილიც სხვას არაფერს ამბობს.
მაინც მომდის ცრემლები. სავარძელზე ხელს დებ და მანიშნებ, ჩემი ხელი შეგიერთო. შენი თითები ისევ ისეთი რბილი და გრილია, მაგრამ ჩემში ისევ ყველა სიცივეს ათბობს. შენს სილუეტს ვუყურებ დარჩენილი გზა და გებღაუჭები, არ ვიცი ამას სხვა რა უნდა დავარქვა..
ტაქსი ჩერდება და ჩადიხარ. მკოცნი, მსუბუქად გეხვევი და მანქანის კარს აღებ. “მიყვარხარ” - ვამბობ, მაგრამ უკვე გვიანია. აღარ გესმის. კარს ხურავ და მიდიხარ.

ჩემთან დარჩი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს