 | ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: პოეზია 21 ივნისი, 2022 |
წვიმს უთავბოლოდ. მტვრევად დღეთა მატულობს წყება, სველი ფოთლებით ნიღბავს მინა ღამის სიფითრეს. სპლინით დაკემსილ სულს იბრუნებ და ლექსთან წვები, თუმც კარგად ხვდები- ერთმანეთი გადაიფიქრეთ.
მერე ღრუბლისფრად შემოსილი, იერით თევზის, გზას ადგები და მხოლოდ ცაა შენი თავმდები... ეგოისტობას გაბრალებდნენ ერთი მიზეზით- ჯიბექესატი ვერცერთ იმედს ვერ ამართლებდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|