ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანგელოზი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2022


* * *

ვერ გამიგია მე თავად,
რატომ მოველი შტორმს.
გულით ყოველთვის შენთან ვარ,
გონებით - სადღაც შორს.

ელი უამრავ წელიწადს,
ცხოვრებას უცვლი ფირს,
ხალისს ირეკლავს შენი ცა,
ჩემი - ამღვრეულ ფიქრს.

იშლება ჩემი ბარაკი,
წვეთი აჟღერებს სიმს,
დუღს ჟინით შენი ქალაქი,
ჩემს ქალაქში კი წვიმს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს