ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2022


მეგობარი


სად  მოვასწარი  ამ  ოცდაცამეტ  წელიწადში
მყოლოდა  ამდენი ძმაკაცი,
ქრისტეს  რომ შეშურდებოდა.
არ დავთვლი მის  მტერს და  გამყიდველს,
მე კი...კაი კაცობამ იცისო,ეგ !-
მანუგეშებენ.
რა ვიკარგკაცე ამდენი,
რა მოვასწარი?
ახლა  უნდა  დავჯდე და  დავწერო:
ვის როდის?
როგორ? 
რამდენი?
რისთვის?
მაგრამ არ მახსენდება,
ვერ ვიხსენებ, ვის  სად  გადავყევი  თან.
ვისთან როდის გავიფიცე  ძმად,
ვისთან  როდის  დავისვი  დანა მკლავზე და სისხლი
შევურიე.
რაც მახსენდება და  რაც ვიცი დანამდვილებით:
ვზივარ აივანზე  მარტო ,
სიგარეტი მაქვს,
ასანთი -არა .
რა ბედნიერი  ვიქნებოდი,
როგორ ამენთებოდა  თვალები სიხარულით,
ამდენი ძმაკაციდან, ერთი რომ  გაჩნდეს ,
კარი შემოაღოს ,ასანთი აანთოს და მკითხოს :
,,როგორ  ხარ? ,,
გადავეხვეოდი და  ვეტყოდი:
,,ჩემო მეგობარო!,,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს