ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2022


რაზე

რაზე უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს,
როცა სრულად იცლებიან სიტყვები,
მცდელობები უფრო მეტად თელავენ,
იმ ყველაფერს, რასაც ჩვენში ვიტევდით.

ზღვაზე ღრმაა უკვე ჩემი თვალები,
გზა შენამდე - ჰორიზონტზე ვრცელი,
ჩუმად ვსუნთქავ, რომ გავიგო გალობა,
ცის ღაწვებზე მარადიულ ცრემლის.

ისევ კრთება ცაზე ელვა, იქუხებს,
მე კი მრჩება ცარიელი სიტყვები,
ვმალავ თვალებს და მის ირგვლივ სიმუქეს,
რომლის მიღმაც კვლავ თავიდან იწყები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს