ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2022


ხიდის თაღებში

ნეტავ სად არიან ახლა
რეზო გეთიაშვილი და გიორგი საჯაია,
მინდა იცოდეთ, რომ მე თქვენ პოეზიაზე გავიზარდე და ეს არის ჩემთვის ქართული სინამდვილე.
მოსაწყენი და ხილული ერთად.

მე ვიკითხე, სად მივდივართ, ჯიმიმ მითხრა - ახლოს
და ამაზე ბედნიერი მე ცოტა რამ მახსოვს, რადგან
ჩამოვედი და კიბეზე არაფერი დამხვდა.
ჩამოვედი. კიბეები ავსებული დამხვდა
ბღუჯა მწვანილს ვერ იყიდდი ლარად ვერცერთ დახლთან.
რა მინდოდა, რის მჯეროდა,
თითქოს ჩამქრალ ლამპის შუქზეც ვიხილავდი ადამიანს, ვითომ.

ელექტრონულ ნათებებში გადიდებულ ქალაქის
მეც ვიპოვე ცარიელი ქაღალდი,
გამოდის, რომ ის არ ჰგავდა ამსტერდამს ან ბრიუგეს -
თეთრმა ტრანსვესისტებმა გაქცეულ ბიჭს მიუგეს
- ვაგინა!

თითქოს ჩამოვედი და ისევ თბილი აკორდი
თან მეშინაურა, თან არა,
სხვა ერის წარმომადგენლებმა ენა დაიწვეს თათარით
და თლიფინებენ, სომეხს სჯობია თათარი
წავლიან,
ნაციონალისტობენ
არაფრით.

წავლიან, წაიღიტინებენ ნაქარვებს
მე ისევ მტკვარი გადამრევს
ენაზე გადავლილი მტკვარი გადამრევს
მეტეხთან.

და თუმცა საშინლად მარტო ვიქნები,
თბილისი, თავისი ბოზებით და ხიდებით
მომეხილება, მომეჩვენება, მომეფერება. წარმოიდგინეთ.

მე რომ ჩამოვედი, თბილისი ქცეულიყო სავსე ქალაქად
მკათათვეობას, სახლში წვიმას მიგდებულ თივებს
ალს არ აძლევდა ალისფერადი, თუმც კი უნდოდა,
ჩავიდოდა და ცეცხლში დაწვავდა გამომშრალ თუთუნს, ლუდზე, ზეპირად.
ბოზები ისევ მისდევდნენ ახალგაზრდა ბიჭს
მტკვრის მრგვალ ტალღებში
ხიდის თაღებში
და ასე შემდეგ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები