ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2022


????❤️

გქონდეს ჩემი ნდობა სადაც წახვალ,
ჩემი სიყვარულის ყველგან გწამდეს,
ისე დაიჯერე, როგორც ხატთან
ლოცვად ფრთაშესხმული ალის, ცამდე.
საგზლად გაიყოლე მთელი გრძნობა,
ჩემი ერთგულება მხრებს გიცავდეს,
ისე გაიარე, როგორც ორმა,
თითქოს შენთან ვიყო, გვერდით გყავდე.
ჩემი ალიონით იცისკარე,
თუკი მწუხრის პირმა დაგაღონოს,
შორით ანთებული მზე იკმარე,
ვიდრე შევძლებ სუნთვა გაგაგონო.
ყველა განვლილ დღეზე გაიღიმე,
მერე რა რომ ზოგსაც დარდი ჩრდილავს?
თბილი მოგონებით დაიძინე,
სევდა ვერ მოგაგნებს ტკბილად მძინარს.
ყოველ დილას, თუნდაც ღრმა შუადღეს
მუდამ მომლოდინე გამიხსენე,
ლოცვად ფრთაშესხმულ ალს კვლავ უამბე
როგორ მიწამე და დამიჯერე!
...
გქონდეს ჩემი ნდობა სადაც წახვალ,
ჩემი სიყვარული ყველგან გაჩნდეს...
და ეს ერთგულება, სადა მართლაც
საგზლად გაიყოლე, შენთან დარჩეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს