ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2022


* * *

წამში გაფრენილ ფიქრებს გაფიცებ,
თუკი როდისმე,
ჩემი კვალი გულში წაშალო,
სანამ მომისმენ...
ემოციების სახლი დავშალო.
გაჩვენო უსიყვარულობის
ყველა ბრაზი,
ყველა მცდელობა...
საფუძვლად რომ აზრი უდევს,
მებადურ კაცს,
დროს რომ ენდობა.
..............
მინდა იმ დონემდე ვიყო შენთან,
სადამდეც უსაფრთხოების ზონა გაგდის...
მინდა გიცავდე არა სხვისგან, არამედ თავისგან,
აისის სხივებში ზღვადმფრენი ლანდის

სილუეტებს ვეღარ ვხედავ,
და ვეღარც მზეს. თუმცა ნათელი
შემოვა და რაინდად მაკურთხებს,
არ დასჭირდება,ლოცვა-სანთელი.

იქ არაფერი იქნება, ჩვენ ორის გარდა,
არც ჩვენ ვიქნებით...
მოგონებები იქნება ჩვენი.
შეერთდება და დაბადებს პირმშოს.
ზოგიერთები მომავალსაც კი ეძახიან.

ემოციები
ჩაუძირიათ თოვლში,
არ უხარიათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს