ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივნისი, 2022


2017 წლის 22 ივნისი


ავტორში ყოველთვის უსაზღვრო სიხარულს იწვევს წიგნების გამოცემა, საკუთარი ნაწარმოებების წიგნებად აკინძვა.

ჩემი ლექსების პირველი კრებული 2010 წელს გამოვიდა დედაჩემის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მეორე კრებული ბიძაჩემის, მამაჩემის დეიდაშვილის, კაცური კაცის - ბორის ადამიას ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

,,ვკითხულობ რა მის პოეზიას, ყველაზე მტკივნეული და გულში ჩამწვდომი, ცრემლშეუკავებელი ჩემთვის, გარდაცვლილი დედისადმი მიძღვნილი ლექსებია“.

მედეა კაზარაშვილი (ჩემი წიგნის - ჩემი სულის ნაჟური-ს წინათქმის ავტორი)

2017 წლის 22 ივნისი ერთ - ერთ ღირსშესანიშნავ თარიღად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს პირველად მომიწია ჩემივე წიგნის პრეზენტაციის გაკეთება. დიდი მადლობა ყველას, დამსწრე საზოგადოებას. დიდი მადლობა ჩემი საღამოს წამყვანს - თეა თაბაგარს, არაჩვეულებრივ ადამიანსა და პოეტესას. დიდი მადლობა ყველა გამომსვლელს, რომლებმაც არაერთი დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვეს პოეზიასა და მთლიანად ახალგაზრდობაზე. საღამომ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა წყნარ და მშვიდ გარემოში, კიდევ უფრო მეტად გაგვითბა ყველას ისედაც თბილი გულები. დიდი მადლობა ჩემი წიგნის წინათქმის ავტორს, ჩემს სულისმიერ დას - მედეა კაზარაშვილს. დიდი მადლობა ასევე ბიძაჩემს, საქართველოს ტელერადიო ცენტრის ტექნიკურ დირექტორს - ბორის ადამიას, რომლის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ეს წიგნი არ გამოიცემოდა.

წინ კიდევ ბევრი სიხარული გველის ჩემო ქართველებო - უფლის წყალობით.

პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს