ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2022


ვახვეწინოთ

ხან ვიძახით ,,ბაბაიას“
ხანაც ვერ ვეტევით კანში.
გადავივსეთ  პარტიებით,
იყიდება ჩალის ფასში.
ნეტა ჭკუა გვქონდეს თავში,
აზიაშიც ევროპაშიც, 
გარეთ არ გვიწევდეს გული,
მტერი არ ხარობდეს სახლში.
ვის აქვს მხარე ჩვენისთანა, 
გინდაც ბარში გინდაც მთაში.
ამ ქვეყანას  მოვუაროთ,
არ დაგვექცეს აქციაში!
ერთმანეთის გევრდით ვიდგეთ,
გინდაც ავში,  გინდაც დარში,
ვინ  გვაჯობებს მაშინ  რთველში,
შენებას  თუ  პურის მკაში.
რას მიქვია კანდიდატი,
სიტყვები ნასროლი ქარში,
ვახვეწინოთ    ევროკავშირს
წევრად  იყავთ ჩვენთან სახლში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს