ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2022


ჰამლეტ გონაშვილს

ვერ მოვესწარი ჰამლეტ გონაშვილს,
რომ მომესმინა ცოცხლად მისი ხმა...
მის დანატოვარს მწამს: ვერც დრო წაშლის,
უბეს ჩაისვა მთელმა თბილისმა.

ჩვენში დარჩება მისი ამაგი,
დღემდე ამაყობს გული ქართული...
დამილოცნია მიწა ანაგის,
ვარ ამ ყველაფრით წელგამართული!

ის იმიერშიც მჯერა: ქართველობს,
ზეცაშიც მღერის მამულიშვილი...
და შეიყვარა ის საქართველომ,
გულში ჩაიკრა, ვით დედამ - შვილი.

ბედნიერია ერი, რომელმაც
შვა თვით ღვთიური ყელის პატრონი...
ამ ერს ეკუთვნის ჩემი ცხოვრებაც,
ვარ ამ გულწრფელი ლექსის ავტორი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს