ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2022


* * *

ჩემს მეზობელს,
ქვედასართულელ მეზობლის ქალს,
ჩემმა მტრედებმა დაუსკინტლეს თურმე სარეცხზე.
დამიდარაჯდა და  ბაღჩაში ჩასულს დამადგა თავზე.
ჯერ შორიდან არჩია მოვლა:
ბუდე იყოო ჩემს აივანზე წყეული მერცხლის,
მოვშალე და გადავაგდეო.
ახალ რემონტზე წუწუნებდა თუ იკვეხნიდა, ვერ გაარჩევდი.
მერე სარეცხი მანქანისკენ რომ გაუტია,
უნიკალური ფხვნილის მარაგს რომ შეეხო
და ბრენდების სიის ჩამოთვლისას, თავბრუდახვეულს გადაავიწყდა,
რატომ მოვიდა ჩემთან და რისთვის-
შევახსენე.
და არ იკადრა.
და აბობოქრდა: ,,მოსპოს ღმერთმა ჩიტების კვალი!
ნუღარ  შეიჩვევ,
ჩვენ არ გვაქვსო  საქმე სამტრედოდ!"
გამეცინა და შაშკულავებს  ვასხურე წყალი.
დგას.
მეტს  ვერ ბედავს.
კვდება, ისე უნდა, გაბედოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები