ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 ივნისი, 2022


William Shakespeare – Sonnet CLIV (154)

უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CLIV (154) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

ჩასძინებოდა სიყვარულის ციცქნა ღვთაებას,
კორდზე მიეგდო ჩირაღდანი გულთა აღმგზნები,
დიანას ნიმფებს დაუნახავთ მტერი თავნება,
დამარღვეველი სიქალწულის  დაცვის აღთქმების.

ერთი ქურუმი წაეტანა ბედის არმაღანს,
წყლისკენ გაიქცა ურიცხვ გულთა მშანთავ ნადავლით,
ქალწული ნიმფის მიერ მყისვე განიარაღდა
მხურვალე გზნების წარმომშობი მთავარსარდალი.

ნიმფამ ჩააქრო ჩირაღდანი ცივი ბინულით -
ტრფობის ხანძარმა, ნაკადულში განაზავებმა,
წყალს მიანიჭა მხურვალება მარადიული,
ბევრი განკურნა უებარმა აბაზანებმა.

მეც საკურნებლად წაველ, თუმცა ტრფობის სახმილით
გამთბარ ნაკადით, სიყვარული ვეღარ გამივლის.

26 ივნისი, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://shakespeare.folger.edu/shakespeares-works/shakespeares-sonnets/sonnet-154/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები