ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივლისი, 2022


ლია ელიავას შესახებ

საქართველოს არაერთი ულამაზესი ასული ჰყავდა. მეოცე საუკუნის ქართველ ქალთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ლია ელიავა იყო.

ბავშვობაში ბევრი მსმენია ლია ელიავას სილამაზეზე, ნიჭიერებასა და ერთგულებაზე. ოთარ კობერიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ,,ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ აღვფრთოვანდი: პირველად, როცა ლია დავინახე და მეორედ, როცა ბრიჯიტ ბარდო ვიხილე“.

პირველი ფილმი, - რომელიც ლია ელიავას მონაწილეობით ვნახე, ლეო ესაკიას ,,ბაში-აჩუკი“ იყო. ლია ტყუპ დებს - ,,მზისას“ და ,,მთვარისას“ თამაშობს. ფილმის ნახვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველი ქალის მარადიულ სილამაზეში, ქართველი ადამიანის უსაზღვრო ნიჭიერებაში. წლების შემდეგ ლია ელიავაზე ეს ლექსი დავწერე:

ლია ელიავას გახსენება

არ ვიცი ვის ან რას შევადარო,
ის თავად იყო მზისა... მთვარისა,
მთელი ცხოვრება მყარად ატარა
ლიამ მანდილი ქართველ ქალისა.

შენც ეგეთი ხარ ჩემო ცის თვალო,
შენით ხარობენ ლელიანები,
ამ ქვეყანაზე ღმერთმა გვიმრავლოს
ქართველებს ლია ელიავები.

კიდევ ერთი ფილმი, - რომელიც ლია ელიავას მონაწილეობით ვნახე, ნიკოლოზ სანიშვილის ,,შეწყვეტილი სიმღერა“ გახლავთ. ამ ფილმში ლია ქართველ ექიმს - ,,ელიკო გელოვანს“ თამაშობს, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედროებს მკურნალობს. აქ ლიას პერსონაჟი სლოვაკ მეომარს - ,,მიშო ზვარას“ შეხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ წყვილი სლოვაკეთში განაგრძობს ცხოვრებას.

მაქვს კიდევ ერთი ლექსი, რომელსაც ,,ქალი მგზავრობს მატარებლით“ დავარქვი:

ქალი მგზავრობს მატარებლით,
ქალი, მაგრამ რა ქალი!
ხელის გულზე ვატარებდი,
ძმა რომ ვიყო ან ქმარი!

ნახე... რაის ბრიჯიტ ბარდო,
რის მონიკა ბელუჩი!
ახლა მისთვის თარაშივით
შევიდოდი ენგურში!

ვუმღერებდი ღამით მთვარეს,
დავლოცავდი დილით მზეს,
როგორც შვლის ან ნუკრის თვალებს,
დავკოცნიდი პირიმზეს.

როგორც ცხადად, მსურს სიზმარშიც
მის ვხედავდე თვალ - წარბებს,
ქართველს აღქმა სილამაზის
ბავშვობაში მასწავლეს.

ქალი მგზავრობს მატარებლით,
ქალი, მაგრამ რა ქალი!
ხელის გულზე ვატარებდი,
თუმც არც ძმა ვარ, არც ქმარი!

გულმაც იცის დაფასება,
სანთელივით იწვის ის!
იმ ქალს უნდა შევადარო
ანგელოზი ყინწვისის!

ეს ჩემი ლექსი იდეაში ლია ელიავას ეძღვნება...

ლია ელიავა გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობი იყო, გულანთებული პატრიოტი, გულმხურვალე მამულიშვილი გახლდათ. 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! ლია ელიავას სიხარულის ცრემლები აჩნდა თვალებზე.

1991 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდიას პუტჩი - სამხედრო - კრიმინალური გადატრიალება მოუწყვეს. ლია ელიავა - ოთარ კობერიძესთან, იზა გიგოშვილთან, მერაბ თავაძესთან და ლატავრა ფოჩიანთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარში ამოუდგა ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას.

თითქმის ჩემს ყველა სტატუსს ჩემივე ლექსით ვასრულებ, მაგრამ ამჯერად ამ ჩემს სტატუსს ოთარ კობერიძის სიტყვებით დავასრულებ:

,,სიცოცხლე ჩემი ეკუთვნის ჩემს სამშობლოს, გული - ლიას, ღირსება - მე!“

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები