ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2022


* * *

ჩემი მეგობარი ესთეტია.
როგორც იტყვიან,
თმის ღერიდან ფეხისწვერამდე
ესთეტი.
,,ცოტა გაიწი!"- ხელით მანიშნა
ერთი- ერთი ფოტოსესიისას, 
ოლეანდრების საუცხოო პეიზაჟით  მონუსხულმა
და სხვა  ფარფატელებს შორის მოქცეულმა
წამის კადრად ქცევა რომ გადაწყვიტა.
თან თავის ლამაზ  ღიმილს მოუხმო.
სხვებმაც მიბაძეს.
რა ჩარა იყო,
წამოვედი.
იმდღევანდელი  ამბებისას
ვერას გიამბობთ.
ჩემთვის მივყუჩდი.
დღეს, მე თვითონ ვზრდი მანძილებს
და  საგულდაგულოდ ვშლი ბილიკებს,
სანამ გამწევენ.
ვერ მოგატყუებთ, რომ სასწორ- სარკეს
ვაქცევ  გაცად, 
ანაც- გაიმად.
ჩემს მზესა  ვფიცავ,
ჩირად არ  მიღირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები