ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2022


* * *

ზოგჯერ კი ისე სათუთი ხდებით,
შენ და ჩვენს შორის დარჩენილი ის მელოდია,
დრო რომ იხრება,
დრო რომ მოდიან,
დრო რომ ოცნება არ აგიხდება,
დროს საცობიანს,
დრო რომ წუხდება,
და დროს რომელსაც ვერ გაურბიან,
შენ და ჩემს შორის რომ ახლა ხდება,
რომ არაფერი , ახლა წუთია,
დრო ზურგიდან რომ არ იყურება,
შენსკენ და როცა თვალს აუხილავ,
დრო რომ ბრუნდება,
იუკან,
ზურგიდან,
ზურგისკენ
უკან,
შენ კი მე, ისე შეგიწუხდება,
მეა ზურგიდან,
რამე თუ ხდება,

ზურგიდან, ვგრძნობ რომ კედლებს უხდება,
სიცივე, ძაბვა, ბუნება, ამინ!
ზურგიდან ამინდს თვალდახუჭულ გრიგალს უძლებენ,
ამინ ! ამინდებს უძლებენ წინსვლით,
დრო ზოგჯერ მზეზე გადახურდება,
და მთვარეს იწვის,

და თოვს ქუსლებად,
და ნაბიჯები დადიან მისით,
რამე თუ ხდება,
და სიზმარს დღისით,
და დღისით ღამე რამე თუ ხდება,
ზილში ....

მზეში,
ფოთლებში,
ჩიტებში,
ზღვაზე,

საქანელაზე ბავშვებთა ერთად,
ბავშვობას როცა არხევ ქარივით,
და ფოთლებს წელსაც,
ლავიწსაც, ტუჩებს,
ხელებს,
თმის ღერებს,
და პეპლებს, მუცელს ...
მზერას ცას ისევ დაამარხინებ,
ქვრივი ქალივით ლექსებს რომ უძლებს...

ზურგიდან, დროზე გაიქცე უნდა,
და დროზე ფრენას უდრის გაქცევა,

როგორაც დროს შენსგან გაქრობა სურდა,
შენც ამ სიგიჟეს ისე ჩაიდენ,

თითქოს მზე ქუხდა,
წვიმდა ჩაიდანს,

და ჩაიდანში ფიქრი ადუღდა,
და გადმოცურდა ფარდა ქარიდან,

რომ თურმე წუხელ,
დრომ აგარიდა,

წვიმა და ქარის კედლებზე წერა,

და დანახაზი ამ სიგანიდან,

დროს ისევ მოკლედ გადაეწელა,

და პატარა ცა ჩანდა წამიდან ...

დრო კი გეძნელა,
დრო ყოჩაღი და
შეშინებული ...

შიში იმის რომ ვერ დაგეწევა,
ფიქრი დიადად გადამალული,

და დამალული ხვეწნა ვედრება
და ფიქრი ღმერთზე და სინანული ,

რომ წამს ეწერა,
შენში რვეული,
ფურცელზე ხეებს ჰქონდათ წარწერა
და
ქვიშა ნაპირს გამოლეული,

გამოქცეული ნაპირს, ეწერა,
რომ ნაპირი ჰყავს მიტოვებული,
და დრო დაწერე !

ზოგჯერ ისეთი სათუთი ხდებით,
შენ და ჩვენს შორის დარჩენილი ეს მელოდია,

რომ ვერაფერი უნდა აღვწერო,
რომ დროს,
დროულად ელოდებიან,

რომ დროს, არასდროს რომ არ ელიან,

რომ მელოტია,
რომ წაშლილია,

რომ ნაფიქრია,
გადანაფიქრი,

გადანაფურცლი,
როგორაც ია,

და გაზაფხული და დანატვირთი,

როგორც ეს ხალხი და ეს სადგური ...
როგორც ეს ბრბო და ხალხი ნაკითხი,

ნაკითხი ხალხი დროზე თუა განაბებული,
და განაკითხი თუა საკითხი,

დრო უდროობით რატომ არის შეშინებული ,

ან დრო რად გინდა ?

ან დროს რად უნდა ეს დიდი რიდი,

ან, დრო რაიმე ფორმით ატირდა,

გახადე? გახდი ? წამით, ან გიდი ?

ან გიდზე ვინმე შეყვარებული,

რომ ამ სამყაროს ვერ დააკვირდე ?

და დროა ისევ შეშინებული,

დროა რომ რიდი ?

რომ საუკუნე არის კრებული,
კლებულობს იგი ?

იგია შენში აღმატებული,

და აი ია ?

და გან და განა ,

შენს ხმაში ისევ დარდი ერია ?
თუ ჩანდა განა ?

თუ ჩანდა . განა , ეს მელოდია არ აირია ?

აირია რომ მარტივით კია,

მარტივი არის ეს აირია ?

დრო ამერია ?
გადაირია ?
ან თუ შენს ხმაში შენდი სევდა სხვნაირია ?

ან შენი ღამე,
რომელსაც არ ვშლი,
რომელიც ისე უცებ წავშალე რომ დღესაც ისევ ნებივრობს ქარში,

მაშასადამე ...

მაშასადამე, ესეიგი, იყოფა ლანდში ,

ჩემი და შენი თუა მესამე ...

თითებზე თვლაში ,

რომ მაინც ერთით იწყებენ ცამეტს ...

და ზამთრის ვიცით პოეტებმა ნაქსოვი კაშნი ,

რომ ნაქსოვ კაშნზე, შენს თითებს დრო ვერ მოედება,
შენ მაშინ უნდა სწორედ იქ დარჩე,

სადაც შენი დრო განმეორდება,

უნდა იფრინო როგორმე ცაში,

და შენი ფრთები
და ჩემი ნება,
და ის უფლება,

რომ გეუფლება,
რომ გეღმერთება,

შენს მელოდიას, რომ ყინავს ძვრაში ...

ხვალ დედამიწა აგვიფეთქდება , ღმერთის ძებნაში ...

მამაო ჩვენო და შენ ხარ დედა ...

ერთი ხმის ტემბრი ისევ ლოცვაში და დიდი შვება ..

რომ უნდა დარჩე ,

დარჩე იქ სადაც დრო დაიწყება,

და ამდენ წელთა გრიგალის ალში,

ცა სტრიქონებზე დაგემიწება,

და ლექსში შენი თავის ძებნაში,

შენივე თავი დაგავიწყდება,

რომ ახლა ზიხარ ცუდ ბუნებაში,
ცუდ გუნებაზე რადგან ხარ მხოლოდ,

თორემ ძვირფასო ფერებს რომ გაშლი,
ფრთები რომ ფერებს იქით იპოვო,
იქ უნდა დარჩე,
სჩანან, არიან, ქრებიან, ბოლოს .
იქ დარჩი მხოლოდ
სადაც გადარჩი ,

სადაც სულს ტოვებ.
და სადაც ომობ.

ს ა კ უ თ ა რ      თ ა ვ შ ი

ზოგჯერ ისეთი სათუთი ხდებით,
შენ და
ჩემს შორის დარჩენილი დროის სიმბოლო,
რომ სიმპტომებად ვიშლები ქარში,
და ისე ვცხოვრობ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები