ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2022


მენატრება...

მენატრება... მენატრება ის წლები,
რომ ვიყავი მხიარული ყველასთან...
ყოველ დილას ჩახუტებით ვიწყებდი,
ყოველ ღამე ვიძინებდი დედასთან.

მენატრება... მენატრება ნამდვილად
აღმაფრენის წამები და წუთები...
როცა ღმერთი საიქიოს წამიყვანს,
მჯერა: დედას იქაც ჩავეხუტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები