ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2022


დედასა და დედაშვილობაზე

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

ვაჟა-ფშაველა


ერთხელ, როდესაც არცთუ პატარა ბავშვი ვიყავი, დედაჩემი ჩემს თვალწინ წელსზევით გაშიშვლდა და ძუძუები დამაკოცნინა. ,,ჩემი ძუძუებით ხარო გაზრდილი, მხოლოდ ჩემს ქმარ-შვილს აქვსო უფლება ძუძუები დამიკოცნოსო, სხვა მამაკაცის თვალწინ არასოდეს გავშიშვლდებიო“.

ლამაზად შვილის აღზრდისთვის, მადლობის ნიშნად ნაზად ვკოცნიდი თოვლივით ქათქათა ძუძუებზე და გულში მიხაროდა, რომ დედის რძით გავიზარდე და ძიძა არასოდეს მყოლია. მხოლოდ დედა მირწევდა აკვანს, მხოლოდ დედა მიმღეროდა ,,იავნანას“. მას ყოველთვის მიაჩნდა რომ ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს, დედამ უნდა უმღეროს ,,იავნანა“. ძიძა იმის გაკეთებას ვერასოდეს შესძლებს, რის გაკეთებასაც დედა შესძლებს შვილისთვის.

დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 53 წლის ასაკში გადაინაცვლა მარადისობაში.

დედაზე, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე, არაერთი ლექსი და სტატუსი დაიწერა როგორც პოეტების, ისე პროზაიკოსების მიერ.

დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

ერთგული ქალი იყო დედაჩემი, არასოდეს უღალატნია მამაჩემისთვის, არასოდეს წოლილა სხვა მამაკაცთან. 1994 წელს მამაჩემისგან მეორე შვილი შეეძინა. სამწუხაროდ ჩემი ძმა დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დედაჩემს ყოველ ღამე მშვიდად ეძინა ქმრის მკლავზე, ყოველთვის უდრტვინველად ედო თავი მამაჩემის მკერდზე. არასოდეს ჰქონია ღალატის შიში. ეს ჩემი ლექსი სწორედ ჩემივე სიტყვების დადასტურებაა:

იყო ქალი ერთგული

დედის ხსოვნას

ტელეფონზე წლებია,
დედა ვეღარ მირეკავს...
ბევრჯერ დამსიზმრებია,
ღმერთმა ასე ინება.

მენატრება ალალად
გაგონება დედის ხმის,
რომც მიშვილოს სხვა ქალმა,
დედას ვერც ის შემიცვლის.

ბავშვობაში დედასთან
ჩახუტებულს მეძინა,
გულწრფელი ვარ ყველასთან,
როგორც პეტრო შერბინა.

იყო ქალი ერთგული,
შვილი მკლავზე ეწვინა,
თვითონ მხოლოდ ქმრის მკლავზე,
მამაჩემთან ეძინა.

ტელეფონზე წლებია,
დედა ვეღარ მირეკავს...
ხშირად დამსიზმრებია,
ღმერთმა ასე ინება.

ჰოდა, აღარ მახარებს
არც ამქვეყნად ბოგინი,
მის გარეშე ცივია
მამაჩემის ლოგინი.

დედაზე კიდევ არაერთი ლექსი მაქვს. დედაჩემის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედაბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“, ,,დედა-ბუნება“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

დედა

დედა! - უთბილეს ამ ერთ სიტყვაში
მთელი სამყარო ეტევა თითქოს,
ხარ პირნათელი შვილის წინაშე,
მინაწილებდი შენს კუთვნილ სითბოს.

ნეტავ იცოდე: მჭირდები როგორ
შენი ორივე ძუძუთი გაზრდილს,
მწამს: თუ ოდესმე მეყოლა გოგო,
არც ის შეარცხვენს მის ქართულ მანდილს.

ისე მაკლიხარ, ვით უსინათლოს
თვალისჩინი ან ობოლს - ნუგეში,
მინდა მნათობმა გზა გამინათოს
და თეთრი მტრედი მეჯდეს უბეში.

ვარქმევ ამ ლექსს იმ ერთადერთ სიტყვას,
რომლის წარმოთქმაც ხშირად მიწევდა...
იმისი ყველა სურათი მიყვარს,
ვინც თავის ხელით აკვანს მირწევდა.

ცრემლები მაღრჩობს, ჩემი გამზრდელი
ზეცის მკვიდრია... მიიღო ღმერთმა,
დავდივარ მარტო, როგორც გრანელი
და როცა წავალ, ვიქნებით ერთად.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები