ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2022


ონკოკავალერი

ზოგს ალალბედზე ამოიჩემებს
და შორიახლოს მასთან ცეკვა მოესურვება
ბატონ სიკვდილს.
ხშირად, მის რჩეულს,
შემოდგომის ხეების მსგავსად,
დასცვივა თმები.
და ჭადრის მსგავსად,  განა  ყველა იმოსება
გაზაფხულობით!?
არ ღირს ფიქრებად,
სადღაც მთავრდება ყველას სავალი.
ზოგ ხეს ცულით ეღება ბოლო,
ზოგს გრიგალი გლეჯს,
ხმელი კი არა, სულ ახლახანს
შეფოთლილი ნორჩი ხეებიც იჩეხებიან.
უფოთოლო ხე კი სამყაროს გულს
შიგნიდან ხედავს,
სიბრძნით ივსედა და არტყია
მდუმარება შარავანდედად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები