1. ტანად ვარ ძლიერ პატარა, მაგრამ საოცრად მარგი, ჩემით იწყება იცოდეთ, გეომეტრიის დარგი
2. ტანწერწეტა ფიგურა ვარ, შვიდი წვეროს პატრონი, მჯერა, უცებ გამომიცნობს, მასწავლებლის გამგონი.
3. რამდენიმე სახეობა არის ჩემი ცნობილი, სამი კუთხით, სამი წვეროთ ----------- ხმობილი.
4. არც კუთხე მაქვს და არც გვერდი, ვარ კოპწია და ლამაზი , ვეღარ მიცანი? ნანახი, ბევრჯერ გექნება ნახაზი.
5. რამდენიც გინდა იარო, თუნდ ასჯერ შემომიარო, ერთ გვერდსაც კი ვერ მიპოვი, გამომიცანი რა ვარო.
6. თუ გინდა, წვერზე აძვერი, თუ გინდ ეძებე ქვემოთ, ჭუჭრუტანას ვერ მიპოვით, არავინ დაიჩემოთ.
7. მე უსასრულოდ ვგრძელდები, ერთი თავი მაქვს მხოლოდ და რაც არ უნდა იარო, ვერსად მიპოვი ბოლოს
8. მთელი სამყარო ჩემია გინდ მარჯვნივ, გინდა მარცნივ, გინდ ზემოთ, გინდა ქვემოთაც, ატარე ცოდნის ფარცხი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. საინტერესო იქნება თქვენი პასუხები ქალბატონო მანანა
აქვე წარმატებები გისურვეთ საინტერესო იქნება თქვენი პასუხები ქალბატონო მანანა
აქვე წარმატებები გისურვეთ
7. მოგიკითხეთ პატივისცემით ქალბატონო მანანა
მიუხედავად იმისა, რომ მე და მათემატიკას კარგი ურთიერთობა გვაქვს ( თუმცა გეომეტრია მაინცდამაინც არ მიზიდავდა ) მაინც ვერ მივხვდი ზოგიერთი გამოცანის პასუხებს და ვერც კომენტარებიდან ამოკითხული პასუხები მომეჩვენა სანდოდ
1) ცალსახად ნათელია და კარგია და წერტილია პასუხი 2) ვერ გავიგე რა არის პასუხი და არც პირამიდა არ ჯდება უფრო სწორად უამრივი პირამიდის ტიპიდან, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს პასუხი აი წერტილი ერთადერთია და განუმეორებელი. ასე რომ არაკორექტული გამოცანაა ეს 3) სამკუთხედია და ეს კარგი და სწორი გამოცანაა 4) და 5) ესეც გაურკვევლებია ანუ წრე და სფერო ორივეს ერგება პასუხად ასევე პასუხია კონუსი ან თუნდაც მარტივად წრფეც პასუხია არადა პასუხები ზოგადად ცალსახა უნდა იყოს 6) ეს რა არის საერთოდ ვერ მივხვდი, მაინტერესებს რაკი წვერიც აქვს და ძირიც უფრო კონუსი უნდა იყოს, თუმცა პირამიდაც გამოდგება აი ჭუჭრუტანის აზრიც ვერ გავიგე არც სამკუთხედს არა აქვს ჭუჭრუტანა :) 7) აქ რაკი ერთი თავი აქვს ალბათ ეს სხივია და პასუხიც თითქოს ცალსახაა და ეს მომწონს 8) აქ უფრო კოორდინატთა სისტემა უნდა ვიგულისხმოთ და თან სამგანზომილებიანი სიბრტყესთან მიმართებაში მე მგონი მთლად გამართული არაა ზემოთ ქვემოთ სიარული უფრო ყველა მიმართულებით იქნება შესაძლებელი
მოგიკითხეთ პატივისცემით ქალბატონო მანანა

6. მადლობა ძვირფასებო, მუხა და ზეიკო <3 მადლობა ძვირფასებო, მუხა და ზეიკო <3
5. კარგი პედაგოგი ბრძანდებით,ჩემო კოლეგა,აშკარად,
ასეთი მეტოდებით ,ყოველთვის დაინტერესდება მოსწავლე . კარგი პედაგოგი ბრძანდებით,ჩემო კოლეგა,აშკარად,
ასეთი მეტოდებით ,ყოველთვის დაინტერესდება მოსწავლე .
4. ძალიან მიყვარდა, არა უფრო სწორად მომწონდა გეომეტრია და ძალიან მეინტერესდებოდა, ახლაც კი მიყვარს, ასევე ძალიან მომწონს ავტორის საბავშვო ნაწარმოებები, დიდაქტიკურია, ბავშვების რა მოგახსენო მე თვითონ ვისიამოვნე. ძალიან მიყვარდა, არა უფრო სწორად მომწონდა გეომეტრია და ძალიან მეინტერესდებოდა, ახლაც კი მიყვარს, ასევე ძალიან მომწონს ავტორის საბავშვო ნაწარმოებები, დიდაქტიკურია, ბავშვების რა მოგახსენო მე თვითონ ვისიამოვნე.
3. ყოჩაღ, კრავაი. მშვენივრად გისწავლიათ თავის დროზე გეომეტრია. მერვეს პასუხად მე სიბრტყე მქონდა ჩაფიქრებული, თქვენი პასუხიც არაა ცუდი. მადლობა <3 ყოჩაღ, კრავაი. მშვენივრად გისწავლიათ თავის დროზე გეომეტრია. მერვეს პასუხად მე სიბრტყე მქონდა ჩაფიქრებული, თქვენი პასუხიც არაა ცუდი. მადლობა <3
2. ბავშვების რა მოგახსენოთ და მე,სიამოვნებით ვეძებ პასუხებს.ნეტა,თუ გამოვიცანი სწორად? 1. წერტილი.2.პირამიდა. 3. სამკუთხედი.და ა.შ.-8.-კოორდინატთა სისტემა.
მადლობა,მანანა.კარგი საქმეა. ბავშვების რა მოგახსენოთ და მე,სიამოვნებით ვეძებ პასუხებს.ნეტა,თუ გამოვიცანი სწორად? 1. წერტილი.2.პირამიდა. 3. სამკუთხედი.და ა.შ.-8.-კოორდინატთა სისტემა.
მადლობა,მანანა.კარგი საქმეა.
1. ნეტავ დარჩა საიტზე ვინმე, ვინც ბავშვებს უკითხავს გამოცანებს, ან ვინმე, ვისაც გეომეტრია უყვარდა? ნეტავ დარჩა საიტზე ვინმე, ვინც ბავშვებს უკითხავს გამოცანებს, ან ვინმე, ვისაც გეომეტრია უყვარდა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|