ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: თარგმანი
12 ივლისი, 2022


==ოფელია ==(არტურ რემბო)

.      მშვიდ ,მუქ  ტალღაზე, სად  ვარსკვლავი ციმციმებს აფრქვევს ,
    როგორც    შროშანი  თეთრი ,  წყალზე წევს  ოფელია.
  ტალღა რონინით მიაცურებს  უსუსურ მკლავებს...
- შორეულ ტყეებს ფერიები შემოჰფენიათ.

    ჩანს,  ოფელიას  სევდა  ათასწლებმაც კი, ზიდეს,
თეთრი ფანტომი  -ხეობებში,      მდინარით  შავით,
ათას წელზე მეტს  ითვლის  მისი  ტკბილი  სიგიჟე,
ცრემლიან  რომანსს    ჩასჩურჩულებს      ღამის  ნიავი.

მკერდს კოცნის  ქარი,ჩამხობილი  თაიგულებში,
უკოცნის მკლავებს და    დალალებს ტალღებზე  გაშლილს,
თან დასტირიან ტირიფები  სუსტ მხრებზე შეშლილს
  მეოცნებე შუბლს ქედს უხრიან  ლერწმები  ქარში

ჩუმად  კვნესიან  დასრესილი  წყლის შროშანები       
თანაც, დროდადრო აღვიძებენ    თხმელას  მძინარეს
სადაც ბუდიდან  ჩიტების ფრთის  ისმის ჩქამები
-  ვარსკვლავებს  შორის  იდუმალი მღერა ივანებს

                      II

ოი, ფერმკრთალო  ოფელიავ!  სადარო თოვლის,
სიკვდილმა , ნორჩი, გაგიტაცა  ჩუმ  მდინარემდი, 
- ეს  ქარებია,  ნორვეგიის  მთებიდან რომ ქრის
თავისუფლების მწარე ხვედრზე რომ ჩურჩულებდი.

  ამოსუნთქვაა, აბრეშუმის  თმათა  გრეხილი,
მეოცნებე გონს  სხვა სიმებმა  ჩამოჰკრეს  მაშინ
შენს გულს მოესმა  მელოდია ასეთი  ტკბილი
ტყის ოხვრაში და  ღამეების ამოკვნესაში;

ისმის  ბობოქარ  ზღვების ხმები,  ყალყზე შემდგარის,,
სული გატკინა  უცოდველს და  შენ    ჩვილს უხლებელს.   
ეს ხომ აპრილის დილა არის,ვინაც  მხედარი
ფერმკრთალი,შლეგი , უხმოდ  დასცა  შენსწინ  მუხლებზე..
    ცა ,სიყვარული  --სიზმარია საბრალო  გიჟო,
ვით თეთრი თოვლი, შეერიე ცეცხლის ალებში.
ციური  ხილვა    მიწიერმა ყოფამ    დაგიხშო,
და უსასრულო  შიში  გიკრთის ცისფერ თვალებში.

                            III

და თქვა  პოეტმა :  ცა ვარსკვლავით  როს დაიფარა,
და    ყვავილების დაბრძანების  დადგა,    როს ჟამი,
მან  დაინახა  წყალის ტალღაზე  თეთრი    სუდარა
და    მოტივტივე        ოფელია ,      როგორც შროშანი.










Ophélie
Arthur Rimbaud
I

Sur l’onde calme et noire où dorment les étoiles
La blanche Ophélia flotte comme un grand lys,
Flotte très lentement, couchée en ses longs voiles…
– On entend dans les bois lointains des hallalis.

Voici plus de mille ans que la triste Ophélie
Passe, fantôme blanc, sur le long fleuve noir;
Voici plus de mille ans que sa douce folie
Murmure sa romance à la brise du soir.

Le vent baise ses seins et déploie en corolle
Ses grands voiles bercés mollement par les eaux;
Les saules frissonnants pleurent sur son épaule,
Sur son grand front rêveur s’inclinent les roseaux.

Les nénuphars froissés soupirent autour d’elle;
Elle éveille parfois, dans un aune qui dort,
Quelque nid, d’où s’échappe un petit frisson d’aile :
– Un chant mystérieux tombe des astres d’or.

II

Ô pâle Ophélia ! belle comme la neige !
Oui tu mourus, enfant, par un fleuve emporté!
– C’est que les vents tombant des grands monts de Norwège
T’avaient parlé tout bas de l’âpre liberté;

C’est qu’un souffle, tordant ta grande chevelure,
A ton esprit rêveur portait d’étranges bruits;
Que ton cœur écoutait le chant de la Nature
Dans les plaintes de l’arbre et les soupirs des nuits;

C’est que la voix des mers folles, immense râle,
Brisait ton sein d’enfant, trop humain et trop doux ;
C’est qu’un matin d’avril, un beau cavalier pâle,
Un pauvre fou, s’assit muet à tes genoux !

Ciel! Amour! Liberté! Quel rêve, ô pauvre folle !
Tu te fondais à lui comme une neige au feu :
Tes grandes visions étranglaient ta parole
– Et l’infini terrible effara ton oeil bleu !

III

– Et le poète dit qu’aux rayons des étoiles
Tu viens chercher, la nuit, les fleurs que tu cueillis,
Et qu’il a vu sur l’eau, couchée en ses longs voiles,
La blanche Ophélia flotter, comme un grand lys.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები