ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2022


●●●(უკუღმა)

ძეგლები დავუდგათ იმედგაცრუებებს,
დღეს არსებულებს,
თუ გადაშენებულებს.
იქნებ შეგვეშვან და
მატერეალიზირებულ
ტყავში დაეტიონ.
მოგვაშორონ
გუშინდელზე დარდი.

მაგრამ იმედები?
ხვალინდელზე ფიქრი ?
არა, არ გამოვა,
თუ იმედს დავტოვებთ,
ჯერ ის უნდა გავანეიტრალოთ.
განეიტრალდება შიშიც,
გავთავისუფლდებით.

გვატყუებენ,
თითქოს კარგი იყოს
განსხავებულობა.
წვეთი წვეთის
ასლიც არის და დედანიც.
ლოდთან ჩამოვლილი წყალი
ის წყალი არ არის,
რომელიც შეეხო გუშინ,
თან სწორედ ის არის.
რას მიქვია წვეთი?
მდინარეა თავში!
მაგრამ რა მდინარე,
თუ არ არის წვეთი?

წყალი წყალს უამბობს
აუხდენელ სიზმარებს,
ისევ წყალზე ნანახს
და თან გააყოლებს.
... სულ ეს არის.

ჰოდა, რა თავს ვიკლავთ
გამორჩეულობით?!
სიცოცხლეში მოვკვდეთ,
სიკვდილს დავუტოვოთ
მხოლოდ სხეულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები