დღეს რომანტიზმით სავსე არის ჩემში ფიქრები... რომ მოგიტანოს სიყვარული როგორც ვარდები... და ამის შემდეგ ცოტა მაინც ახლოს ვიქნებით... ან საერთოდაც შეიძლება შეგიყვარდები... თუმცა დინება საერთოდაც არ გვაქვს საერთო... თორემ ფიქრებით ხომ ერთად ვართ განთიადამდე... შენ ალბათ ფიქრობ შეიძლება კაცი გაერთოს... და მე კი ამ დროს შენზე ფიქრი გავიათმაგე.... ყველა სახლშია როგორც წესი გარეთ გასვლამდის... და შენც გგონია სიყვარული პლაგიატია... ცდები ავტორი ამ გრძნობების არის ახალი... რომელიც ადრე შეიძლება არც გინატრია... მე იმედების იმდენად მწამს როგორც ოცნების... როგორც ღიმილის და თვალების შენი ერთბაშად... შენს სიყვარულში არასოდეს მე არ მოვცდები... და მოვინდომებ შენს თავს ჩემთვის მოძღვნილ ფეშქაშად... მერე სიტყვები მერე სტროფები მერე წიგნები... სულ არ მეყოფა საუკუნოდ შენ რომ დამჯერდე... მერე საერთოდ არ ვიქნები ჩამოვინგრევი ... რომ შეიცვალო, ჩემო კარგო ან რომ გაჩერდე... მზად ვარ გაჩუქო, სიყვარული როგორც ვარდები... და ამის შემდეგ მცირედითაც არ შევიცვლები... თუ მოვესწარი დღეს როდესაც შეგიყვარდები... მერე უბრალოდ სიყვარულში გარდავიცვლები...