არ მთხოვო, სულში ვერ ჩაგახედებ, შემომეპარა თმაში ჭაღარა, ნი ყვავილი ხარ შენ ჯავახეთის, მე კი უღმერთო ნაყივჩაღარი.
ნეტავი იმას, გულს ვის აჩუქებ, ვწერ წერილებს და ვაქცევ ჩიტებად, გარეთ ქარი ვით ბაში-აჩუკი, ხეებს უსალმოდ დაეჭიდება.
შენ გამიქრები, როგორც ჩვენება, არ მაღირსებენ პოეტს სამართალს, ნი ისევ მიყვარს ღამის თენება და ხეტიალი უმისამართო.
გახსოვს დამპირდი, "რომანის გმირად გაქცევო" და მე ბეჭებში მოხრილს, მინდა შენს წიგნში მდინარის პირას, ჩამიდგა ერთი პატარა ქოხი.
(კვლავ დამიმძიმდა გული ლოდივით, ნაღველი მიპყრობს არ შემდგარ რაინდს,) ნი შეეცადე, რომ მოლოდინი, გამმართლებოდეს შენს წიგნში მაინც...
დანტე დარდიანი 16/07/2022
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|