სიზმარს ვიწერ, ისე ლამაზს, ისე მშვიდს.. თბილ ლაჟვარდებს, როგორც ვარდი სილაში. ვხედავ, წვიმის უთავბოლო შხაპაშხუპს. მზის სხივებთან, ქარი როგორ თამაშობს. ჩემს საფლავზე დარგულია დაფნის ხე.. დაფნებზე კი, ცა თბილ ფიფქებს აფიფქებს.. დროთა სეზონს ვხედავ, ერთად, ოთხივეს და ოთხივემ უსაშველოდ მომხიბლა. ახლა, ისე დაღლილი ვარ.. დაღლილი. სულიც თითქოს, სამუდამოდ დაღვინდა. ვწევარ მშვიდად, უშორესად, უსაფრთხოდ. ჩემს სამარეს თეთრი მთვარე გუშაგობს. ხმა არ მქონდა. მდუმარებამ მამხილა. გამომიგდეს სული ბავშვთა სახლიდან. დაღლილი და უკვე სულით ობოლი. გრძელ, ეკლიან ბილიკებზე მოვრბოდი. მივაწვდინე გალობა და ლოცვანი, ღმერთს.. სანთლები გადამექცა კოცონად. ჩემს ეზოში იდგა შავი მოცხარი, მე კი, უფრო, შავი ვარდი მომწონდა. ბოლოს მერგო საფლავებთან დაფნები. არსებობ და ისე სწრაფად გაქრები, რომ ლექსების ვერ მოასწრებ გაჩენას.. სტრიქონები რეციდივად დაგრჩება. მას ეძებდი, ვინც ენძელებს გიკრეფდა. გექცეოდა მოგონება სიტყვებად. მაგრამ სიტყვებს შენთან ერთად მარხავდი. და დარდობდი, არასდროს რომ არ გყავდი. მე კი, ვიწერ ლამაზ სიზმრებს სტროფებად. სიცოცხლეც ხომ სიკვდილივით მომბეზრდა. ჩუმად ვწევარ. ცეცხლს ვუკიდებ დაფნის ხეს. ცა კი დაფნებს, თბილ ფანტელებს აფიფქებს..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. Სანთლების კოცონად გადაქცევა კარგია, თუმცა ჯამში ბეევრი სიტყვაა, ბევრი რითმა... ბევრი არასაჭირო სახე, სათქმელი კი დაკარგული. Გაფასებთ, წარმატებები<3 Სანთლების კოცონად გადაქცევა კარგია, თუმცა ჯამში ბეევრი სიტყვაა, ბევრი რითმა... ბევრი არასაჭირო სახე, სათქმელი კი დაკარგული. Გაფასებთ, წარმატებები<3
1. ისეთი ქაოსია რომ ვერაფერს ვიგებ.სათქმელი არ იგრძნობა, ვფიქრობ რომ ავტორმაც არ იცის რა უნდა ეთქვა ისეთი ქაოსია რომ ვერაფერს ვიგებ.სათქმელი არ იგრძნობა, ვფიქრობ რომ ავტორმაც არ იცის რა უნდა ეთქვა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|