ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2022


შიშები საწოლქვეშ და კარსუკან

ნეტავ შენ თუ გეღვიძება ხოლმე შიშით. შიშით, რომ კარგავ. შიშით, რომ მარტო ხარ. შიშით, რომ შენში არსებულ სიცარიელეს შენითვე ადიდებ, აზვირთებ და ბოლოს მის ქვეშ ყვები.
და მაინც.. როგორ შეიძლება, ამ ყველა შიშს იწვევდე ჩემში, ყველა ამ ტკივილს და მაინც ასეთ ლამაზ კვალს ტოვებდე.
შენი შეხებები ჩემს ტანზე ლაქებს არ ტოვებენ, არამედ - საახალწლო განათებებს.

ამაზე მეტად ფსკერზე არც ვყოფილვარ მგონი არასდროს. უბრალოდ გავტყდი. არც ბრაზი ჰქვია ამას, არც წყენა და ალბათ არც იმედგაცრუება, რადგან ყოველთვის იმას ველოდი, რასაც ახლა ვიღებ, სხვას არაფერს. მაგრამ მაინც სხვანაირად ვგრძნობ, სხვანაირად გატეხილი ვარ. თურმე კიდევ უფრო რთული ყოფილა უიმედობის ტკივილი.

ნეტავ, ამ ყველაფერს რომ გრძნობდე, რასაც მე ვგრძნნობ, საკუთარ თავს უფრო მეტად დააფასებდი თუ უფრო მეტად განსჯიდი? უფრო დამიახლოვდებოდი თუ უფრო დამშორდებოდი? შეძლებდი იმის გრძნობას, რომ მარტო არ ხარ, თუ შენთვის გაირიყებოდი ისევ..
რამდენი კითხვაა, რამდენი სურვილი..

How close am I to losing you?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები