ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლფსტრიმი.
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2022


შვიდ აბზაცად.

როგორც მძევალს არც ისე მნიშვნელოვან ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობებისა,
სარკის წინ ბევრჯერ ნათქვამი “არა” ენის წვერზევე მიდნება ისე, როგორც მედუზა ადნება ხოლმე აშიშხინებულ ზაფხულის ქვიშას.

სულ მეშინია რომ უარმყოფენ, მაგრამ არ ვიცი უარყოფაში საშიში რაა. მარტო დარჩენის დარდი აღარ მაქვს, და თუმც არა ვარ, შეგრძნება უკვე მოვიდა ჩემთან, შემოიყოლა სიცარიელე და ჩემგან ბევრი წაიღო სიტყვა. ზუსტად ვერ გიხსნი. რომ მომისმინო, ალბათ მიხვდები, იმაზე ბევრად ხმადაბალი ვარ ვიდრე აქამდე.

როგორც მძევალი უძილობისა, უძრავად ვდევარ, ჩემი სევდებიც გახელილ თვალის გუგებში წვანან, როგორც კუბოში, და დახუჭვისას სათითაოდ დგებიან მკვდრეთით.

ასე მგონია, რომ ჩემი თავის ყველა ვერსია, რომელიც დღემდე ვერ ავისურლე დაპრესილია დაკონსერვებულ იმ მასასავით ვადა რომ გასდის.

ერთი დიდი ოთახი მინდა, რომ არ ლაგდება, რომელშიც შევალ და თუნდაც ყველამ იცოდეს სად ვარ, დავიკარგები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები