ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2022


ვირთხა

აღარაფერი მწყინს.
უტყვია ტყვია, რომელიც ისვრის,
მომავლის დარდი რომელიც დაგდევს,
წარსულის ტალღა გულზე გარტყია.
არაფერს მეტყვის შენი თვალები,
როგორ იქნება, ან სულაც არა.
არას მპირდება შენი ხელები,
ჩემთან არიან, ან ხვალაც აღარ.
არაფერს ისხამს ეს ჩვენი ნაძვი,
არა ღიმილებს, ჩაკუჭულ კვირტებს,
ისევ დამძიმდნენ ლამპიონები,
ფანჯრიდან ვაღებ თვალის ცხრა კარტებს.
ისე სუსტია მისი ეს პულსი,
გაუგებარი და სათუოა,
დღეის იმედსაც აღარ კადრულობს,
სიცოცხლის შიში მაინც კაკუნობს.
ისევ ის ლანდი დაძრწის და გვიწუხს,
ეს მარტოობის მშიერი ძუკნა,
ყველაფერი სურს, არაფერს გვაძლევს,
ყელგამოწვდილი, თხილების ვირთხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები