ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 ივლისი, 2022


William Blake - England! awake! awake! awake!

უილიამ ბლეიკი - აღდექ ინგლისო, დახვდი მღვიძარი...

აღდექ ინგლისო, დახვდი მღვიძარი
იერუსალიმს  - დობილს ზარებით!
სტუმრად მოსულა შუქმომფინარი,
ძველი გალავნის გახსენ კარები! 

ადრეც გიგრძნია მკერდით სიტკბონი
მისი მადლის და ხვავრიელობის,
შენს ჭიშკრებს ახსოვთ გზები სიონის,
როცა დრო გედგა  ტრფობის, ქველობის.

ის დრო დაბრუნდა და თადარიგით
გახსენ ლონდონო ბჭენი გოდლების,
რათა სუფევდეს უფლის ტარიგი
ინგლისის მწვანე საჩრდილობლებში!

24 ივლისი, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://allpoetry.com/England!-awake!-awake!-awake!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები