ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომა ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2022


ღამის პეპელავ

ღამის პეპელავ, მაპატიე, გაგდებდი გარეთ,
გტოვებდი მარტოს ღამურების წითელ ეშვებთან.
მე თურმე შენი პაწაწინა სიცოცხლის განედს
ვშლიდი და არაფერი არ მაეჭვებდა.

ღამის პეპელავ, მაპატიე, გიქრობდი სარკმელს,
შენ როგორც ბავშვი დადუმებულ ატრაქციონთან,
ნეტავ სხვა უფრო უკეთესი რა მქონდა საქმე,
რომ ერთი წამით არ ვფიქრობდი, იქნებ გციოდა.

მოგიხურავდი ცხვირწინ ჩემი ოთახის კარებს
და მერე ვწერდი, ვკითხულობდი, მეძინა მშვიდად.
ოჰ ახლა როცა წარმოვიდგენ, ამაკანკალებს
თუ რკინის ბასრი წერაქვები როგორ დაგფშვნიდა.

და შენი დაფშვნა არა როგორც ვარსკვლავის მსგავსი
(როგორ უმართლებთ ვარსკვლავებს და ციცინათელებს)
ღამის წყვდიადში გაგისრისეს ფრთები და გარსი,
ისე რომ ახლა ჩემი ფიქრი თუ გაგამრთელებს.

აქ გაანათა ღამე ციდან ცივმა ფოსფორმა,
ელავს ვერანდა, ელავს ბაღი, თვალებიც ელავს.
გთხოვ, როცა გავცვლით ამ შეჩვეულ სხეულის ფორმას
ნუ მომიხურავ კარებს, დამფრთხალ ღამის პეპელას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები