ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2022


ფიქრის ფირსაკრავი

რამე მითხარი, ისეთი რაც, გულს ეფონება,
ტკბილ სიცრუესაც დაგჯერდები, ოღონდ მითხარი...
სმაილიკებით „ისაუბრეს“ ტელეფონებმა,
მუნჯი სიტყვები, გულისკენ არც გადაიხარნენ...
რამე მითხარი ისეთი, რაც გულს ამიჩუყებს,
ჩამოწყდნენ წლები ხსოვნის სახლის ერთ ძველ საკიდარს.
მიამბე, ოღონდ, შუა გზაში არ გამიჩუმდე,
დრო ბრმა თვალებით იყურება ხსოვნის სარკმლიდან...
რამე მითხარი, ისეთი რაც, ღირდეს საუბრად,
იმ ოცნებებზე, ნაბიჯებს რომ არ გვიზომავდნენ...
ფიქრფირსაკრავი სანამ ისევ რეტროს დაუკრავს,
ხელის გულივით გულზე თბილი სიტყვა მომადე....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები