ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2022


მიჭირავს გიტარა. უსიმო...

მიჭირავს გიტარა, უსიმო,
სახლი მაქვს, უკარო, უჭერო,
ხურდისთვის მადლობა მუსლიმო,
შენს ხურდას ბღუჯას ვუჭერ,

ღამეა, სრულიად უგუმანო,
ცივი, უგუმანო ღამე,
ხურდისთვის მადლობა მუსულმანო,
დღეს შენი ხურდებით ვჭამე.

ნარგისო, ნარცისო, იელო,
საგულედ ადრეა ჯერ,
შემეშვი შენც, პოლიციელო,
ისედაც მაწამებს ერა.

ყვავილნო, სიცოცხლე მწადია,
მიწამ თუ გეანგელოზეო,
პოლიციელმა - წადიო,
შინ წადი, ღამეა, დროზეო.

ღამეა, სრულიად უგუმანო,
ამინდიც ყინავს და ხისტია,
და ფიქრობს თავისთვის მუსულმანი,
ამ შუა ღამისას,
ტაძრების ქალაქში,
ქუჩაში რა უნდა ქრისტიანს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები