ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 ივლისი, 2022


  ჩამოტვირთვა

კვლევა ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ კოდის ამონახსნისათვის

                  კვლევა  ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ კოდის ამონახსნისათვის

საკითხის საფუძვლიანად განხილვამდე მკითხველს ვაცნობებ, რომ მე გავშიფრე ე.წ. ვოინიჩის ხელნაწერის, რომელიც აგრეთვე ცნობილია  ,,ვოინიჩის მანისკრიპტის“ სახელითაც, ექვსი ასო. ესენია: ო, ა, ლ, დ, ს ან ზ და სავარაუდოდ.

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, არც რაიმე მომლანდებია და არც დამსიზმრებია, გამოცხადებაზე ხომ საუბარიც  ზედმეტია. ყველაფერი დაინტერესებით დაიწყო, რასაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოჰყვა ჩემსა და შვილს შორის. რომელიც პროფესიით მხატვარია და ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ ილუსტრაციებს ეცნობოდა.

როგორც ასაკოვანს, მან გარკვეული სამუშაო გამიადვილა და რაც მთავარია, მართებული გზა მიჩვენა, თუმცა გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ჩვემი აღმოჩენა ერთადერთი და განუმეორებელია, თანაც კლდესავით შეუვალი, სიმორცხვის გამო მართებულად არ მიმაჩნია.

,,ყრუთათვის“ პირველ რიგში მცირე განმარტებას გავაკეთებ ,,ვოინიჩის მანისკრიპტზე“ და შემდეგ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საფუძვლიანად ჩამოგიწიკწიკებთ ყველაფერს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ეგვიპტური დამწერლობა (იეროგლიფური) გაშიფრა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა, ხოლო ლურსმული ანუ სოლისებური - გროტეფენდმა. ამბობენ, რომ ამ უკანასკნელმა, ერთი კათხა ლუდის სანიძლაოსთვის. მე კი ერთი ჭიქა  ,,ტარხუნის ლიმონათიც“ არავინ შემომთავაზა, ,,მიდი და იმტვრიე თავიო“, თანაც ეს ისეთი საქმეა, შეიძლება ზოგიერთმა შერეკილად მიგიჩნიოს, ,,დარტყმულად“, დაბერდა და ...

ხუმრობა იქით იყოს და მართლაც მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მივედი, რასაც თან ახლდა ძალიან ბევრი უძველესი მანუსკრიპტის შესწავლის პროცესი, კაცობრიობის გარიჟრაჟზე წარმოშობილი დამწერლობებისა და სხვადასხვა არქაული ენების ანალიზი, რამდენიმე კვირის მუდმივი შრომა და ფიქრი, თანაც იმ ,,ნაკლოვანებით“, რომ მე ენათმეცნიერების მიმართულებით იმდენი ვიცი, რამდენიც იცოდა სიკოს ბაბუა ,,კლავდიოზიმ“ (არ მითხრათ ახლა, ეგ ვინ ოხერიაო?), რომლის საოცარი გამჭრიახობაც დღემდე შემორჩა ჩემი მეგობრების მეხსიერებას.

რას წარმოადგენს ,,ვოინიჩის მანუსკრიპტი“?  ... ვარაუდობენ, რომ ის დაიწერა არაუადრეს მე-15 საუკუნის დასაწყისისა, ავტორი უცნობია. უცნობია ენაც. შედგებოდა სულ მცირე 272 გვერდისაგან, მოღწეულია დაახლოებით 240 გვერდი (გააჩნია, როგორ დავთვლით, რადგან  ზოგიერთი გვერდი შეიცავს ,,დაკეცილ“ დანართებს). ხელნაწერის ორიგინალი ინახება კონექტიკუტის შტატის იელის უნივერსიტეტის ბეიკენის  ,,იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში“.

წიგნის გარეკანი დასათაურებული არ არის, არც ნახატებია მასზე დატანილი. ის 1912 წელს შეისყიდა ვილფრედ ვოინიჩმა და ამიტომაც მოიხსენიება მისი სახელით.
ხელნაწერის ტექსტი ილუსტრირებული და კოდირებულია. გამოყენებულია სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის დამწერლობა. შედგება ექვსი ილუსტრირებული და ერთი მხოლოდ დაწერილი კარისაგან (თავისაგან). ესენია:

- ბოტანიკური;
- ასტრონომიული;
- ბიოლოგიური;
- კოსმოლოგიური;
- ფარმაცეპტული;
- რეცეპტული
- მხოლოდ ტექსტი

სავარაუდოდ მანუსკრიპტი დაწერილია ინგლისში მოღვაწე ბერის მიერ მარცხნიდან-მარჯვნივ და ის ალბათ ისეთ ინფორმაციას შეიცავდა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქრისატიანულ რელიგიურ მოძღვრებას, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი ე.წ. კოდირება.

ჩემი აზრით ტექსტი დაწერილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და არ არის გამორიცხული, ბერს ზოგიერთი ასო თავად მოეგონებინოს, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ხელნაწერი დაწერული უნდა იყოს მისთვის ცნობილი, უკვე არსებული ანბანების სინთეზით.

რატომ ინგლისურად? ... რამდენიმე სიტყვის გაშიფრვამ, ინგლისური ენის სიტყვები გამოკვეთა, რაზეც ქვემოთ თანმიმდევრობით მოგითხრობთ. მანამდე კი დავძენ, რომ ჩემამდე ძალიან ბევრმა სცადა მანუსკრიპტის დეშიფრირება, მაგრამ როგორც სჩანს ყველა არასწორი მიმართულებით  ,,მოძრაობდა“. ზოგმა ტექსტებში მოცემული ასოები პირდაპირ დაუკავშირა ვიზუალური შეხედულებით ლათინურს, ზოგმაც რომელიმე კონკრეტულ ერთ ენას და ა.შ. არადა, სავარაუდოდ ბერის მიერ გამოყენებული უნდა იყოს რამდენიმე ანბანი. ამიტომ გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანის წარმოშობის ისტორია.

ყველაზე უძველეს ამბანურ დამწერლობად მიჩნეულია ფინიკიური, რომელიც შედგებოდა 22 ასოსაგან და არცერთი არ იყო ხმოვანი, ამიტომ ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ (შემდგ. მანისკრიპტი) ავტორს (პირობითად ბერს) მთლიანად მისი გამოყენება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ინგლისური ენა ხმოვნებსაც შეიცავს, არ შეეძლო. სავარაუდოდ მან ამ დამწერლობიდან აიღო რამდენიმე ასო.

ფინიკიური დამწერლობიდან წარმოიშვა სემიტური (არამეული, ებრაული და სხვ.), და ბერძნული დამწერლობა. ხოლო ძვ.წ.აღ-ის მე-3 საუკუნიდან ებრაულ ენაში დამკვიდრდა ე.წ. კვადრატული დამწერლობა.

მაშასადამე ყველა ის დამწერლობა, რომელიც გამოყენებულია მანუსკრიპტის ტექსტში, სათავეს იღებს ფინიკიურიდან და ასოთა მოხაზულობა თითქმის იდენტურია, თუმცა მათი დასახელება შეიძლება იყოს სხვადასხვა, ამასთან შებრუნებული მდგომარეობით ან რაიმე შტრიხით შეცვლილი.

პირველი სიტყვა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გაშიფრული არის - Doal – (დოალ). აღნიშნავს შუა საუკუნეების ბავარიაში მცხოვრებ ცნობილ გერმანულ გვარს. ისინი ცხოვრობდნენ ჭაობიანი ტბის პირას.  დოალის ოჯახის უძველესი ფესვები გვხვდება გერმანიის მიწაზე - ბავარიაში. დოალის გვარი ცხოვრობდა უძველეს სოფელში ჭაობის პირას. გვარი მომდინარეობს ინდო-გერმანული სიტყვიდან dul, რომელიც გამოიყენებოდა ჭუჭყიანი ან ჭაობიანი წყლის აღსაწერად. ის ასევე შეიძლება მივაკვლიოთ ქალაქ დოლენდორფს, რომელიც ასევე შედგება ელემენტისგან dorf, რომელიც ეხება დასახლებას. ამრიგად, ქალაქი ან სოფელი სახელად დოლენდორფი მდებარეობდა ჭაობზე ან ჭაობის მახლობლად. გარდა ამისა, სახელი დოლი მეტსახელის წარმოშობისაა და ეხება ადამიანს, რომელიც საზოგადოებაში გამოირჩეოდა თავისი სიძლიერითა და სიმტკიცით. სახელი შეიძლება მივაკვლიოთ ძველგერმანულ სიტყვას tol, რაც ნიშნავს ძლიერს და ეფექტურს, მისი დარქმევა პატივი იყო.

შემდეგი სიტყვაა - alalb (აალალბ).  ალალბი მდებარეობს გერმანიაში. წარმოადგენს ტბას, რომელსაც გარს მთები აკრავს.

მესამე სიტყვაა  - dor (დორ) დორი (ებრ. דּוֹר) არის მოშავი ჩრდილოეთ ისრაელში. მდებარეობს ზიხრონ იაკოვის მახლობლად, იგი ექვემდ ებარება ჰოფ-ჰაკარმელის რეგიონალურ საბჭოს. 2019 წელს მას ჰყავდა 443 მოსახლეობა. სახელი ეწოდა უძველესი ფინიკიური ქალაქის - დორის საპატივცემულოდ, რომელიც ძველ ეპოქაში მენაშეს ტომით იყო დასახლებული, თუმცა შესაძლებელია  door იყოს კარი ინგლისურად.

მეოთხე სიტყვაა    - Olor (ოლორ). მემკვიდრეობით მიღებულია ლათინური olōrem-დან, ლათინური odōrem-ის არაკლასიკური ანალოგიდან, სავარაუდოდ გავლენას ახდენს olēre („სუნი“), ორივე საბოლოოდ პროტოინდოევროპული *h₃ed-დან („სუნი, სუნი“). არის წარმოებული.

აღნიშნული სიტყვა მანუსკრიპტის ტექსტში მიწერილი აქვს მცენარის ილუსტრაციას ფესვთან.

ვაგრძელებთ კვლევას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ჭეშმარიტებაში, მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან ზემოთ მოცემული ოთხი სიტყვა ტექსტიდან გაშიფრული არ არის აბდაუბდა და რეალური სიტყვებია.

რამდენიმე დღის წინ მივაკვლიეთ სხვადასხვა დამწერლობის ცხრილს, სადაც შესაძლებელია დამატებით კიდევ  ხუთი ასოს იდენტიფიცირება, მაგრამ სამწუხაროდ ცხრილს არ ახლავ შესაბამისი განმარტება თუ მასში მოცემული დამწერლობის სახეები რომელ ხალს თუ ერს განეკუთვნება, ამიტომ აქ ჯერ მათი წარმოდგენა არ მოხერხდა.
- - - - - - - - - - - - - - - - - --
შენიშვნა: აქ მინდოდა ტექსტიდან წარმომედგინა ზემოთ მოცემული ოთხი სიტყვის მანუსკრიპტისწული ვარიანტი და ტექსტში ეს სიტყვები ,,დავაკოპირე", მაგრამ არ დაიდო , ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ ლათინურ და ქართულ შესატყვისებს.
ტექსტი დავდევი ცალკე და ამ ტექსტში ჩემს მიერ გაშიფრული სიტყვები შემოხაზულია კვადრატით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები