ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2022


მიხო და მარო

ცამ პოეზია ერთად მომუშტა,
ცის ირონია! ერთი მაგისიც!
ცაც ღარიბდება ქალო რომ ბუშტმა
შეჭამოს მოდგმა და გასაგისი!

ხარ ატეხილი მზე და ქარები,
ხარ ჟინჟღლაობა ცელქი წვიმების,
მზერად ატყვიხარ გზებს გაქანების,
შენ იწირები! შენ იწირები!

მოწყენას ბედავს შენი წვივები,
წათეს წაღები გზას არ მოხადო!
ქალო ქარები არ გაძინებენ
შენი შიმშილი უნდათ მოხატონ...

ყველგან, რომ იქცეს ქარი ვნებადაც, 
პური არსობის ქალო სწამთ მტრედებს.
შენი საფლავის მოსაძებნადაც,
ქარები უნდა კაკლებს ამტვრევდნენ!

საით მიუხველ ქარო აშარო!
ქალო სხეულში დამკრა სიუხვემ!
შენზე ტკივილი არ მსურს წავშალო
რომ ფეხშიშველი გავყვე ჭიუხვებს..

რადგან შენ გამო მეტად მიხო ვარ,
ისევ სუნი მსდის, მინდვრის, ნაკელის.
სიკვდილმა ჩემგან გამოგითხოვა
და წლები თითქოს გამომაკელი!

კომბინაცია პირჯვის შეკრა მზემ,
კუბოს ფიცრამდე მარო იალებს!
მჭამე  წვიმების ლამაზ ეკრანზე
და შენს თითებში მაროიალე.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები