ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2022


***

იშვიათად ხდება ასე,
ნაცნობ სილუეტს დაინახავ,
ჭაღარაც  ისე გაბრწყინდება,
ოქტომბრის მზესავით საამოდ.
ნაგროვები მონატრების აფეთქება ჰაერში ასწევს დედამიწას.
მერე გახსენდება, რომ ის აღარ არის, დიდი ხანია...
და რჩება სამყარო ფერფლად.

ამგვარი განცდაა, როცა ბავშვობის ოცნება თავს წამოყოფს,
მომავლის  ჰორიზონტს გახედავ, თვალანთებული,
ჰორიზონტის ხაზი კი სახეზე მოგედება,
წარუმატებელ ადგილას გაბმულ
  აბლაბუდასავით
და თვალებში მობრიალე ილუზია
წამშივე ნახანძრალი ტყის მდგომარეობას უბრუნდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები