ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
30 ივლისი, 2022


William Blake – English hymn Jerusalem

უილიამ ბლეიკი - ინგლისის ჰიმნი იერუსალიმი

ხომ არ უნახავს მხარე ზარიფი
და გაუვლია სადმე მთაგორზე?
ხომ არ სწვევია ღმერთის ტარიგი
ძველი ინგლისის მწვანე საძოვრებს?

აქაც გაბრწყინდა მთაზე უფალი
და ღრუბლებიდან ღვთის ხმა მოესმათ?
ან წამოგმართეს, იერუსალიმ,
სატანურ ქარხნებს შორის ოდესღაც?

მომართვით მშვილდი, შუქით მოსილი,
ბასრი ისრები ჩემი წადილის,
თქვენ კი ღრუბლებო, ცარგვალს მოცილდით!
მომართვით ეტლი მფრქვევი სახმილის!

მებრძოლი სულის კოცონს დავაგზნებ
და არ ჩავაგებ ქარქაშში კალდიმს,
სანამ ინგლისის წარმტაც ალაგზე,
არ ავაშენებთ იერუსალიმს!

30 ივლისი, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.classicfm.com/composers/parry/jerusalem-hymn-lyrics-history/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები