ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2022


შენი სიტყვები დედაჩემსაც შეეფერება

,,დედაჩემი არაა მარიამ ღვთისმშობელი,
მაგრამ დედაჩემი პოეტის დედაა“.

                  არჩილ ფირცხალავა


შენი სიტყვები დედაჩემსაც შეეფერება,
აღარ მყავს, მაგრამ ჩემში ცოცხლობს ჩემი გამდელი...
მისი ალერსი, ჩახუტება, მისი ფერება,
მენატრება და გზას მინათებს რწმენის კანდელი.

შენი სიტყვები დედაჩემსაც შეეფერება,
მადლიერი ვარ, დედად მყავდა ქალი ქართველი...
ძალიან კარგი გრძნობა არის მადლიერება,
ვწერ და გელათში ჩამოქნილი იწვის სანთელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები