ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ.ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2022


აღარა ხარ გამოცანა

აღარა ხარ გამოცანა.
გასაშრობად გზაზე დაყრილ ხორბალს გავხარ,
ერთად ხარ და იფანტები,
იცრიცები.
უსაშველო ციკლის ტყვეობაში ჯეჯილივით მეორდები.
აღარა ხარ გამოცანა,
თეთრი ბამბის შვილობილი
და მის უკან დამალული,
მძიმე, სეტყვის ღრუბელი ხარ
იკრებ ბრაზს და იბღვირები,
სანამ ძარღვი არ გასკდება და იმ ჯეჯილს არ დაუშვებს სადაც უნდა განმეორდე,
სანამ ლუპი არ გაწყდება,
სანამ სეტყვად დაიცლება შენი შავი ღრუბლის კალთა,
აღარა ხარ გამოცანა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები