ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 აგვისტო, 2022


ოცნების ქალზე არა...

ოცნების ქალებზე არ ქორწინდებიან!.. ოცნების ქალებზე მხოლოდ წერენ,მათ გამო სვამენ,მოწევას იწყებენ,ყველა მომენტს იყენებენ რომ ფარულად ტუჩი მოიკვნიტონ სიმწრით,ყელში გაჩხერილი გორგალი მონატრება გადაყლაპონ,მაგრამ დაქორწინება? ეგ არ შეუძლიათ.ოცნების ქალებს მთელი ღამე ვარსკვლავების არჩევაში ეხმარებიან,ოცნების ქალებს ისე ფრთხილად ეხებიან,თითქოს სტუმრად მისულებმა მასპინძლის ძვირფასი ნივთი შემთხვევით გადაადგილეს და თავის ადგილზე დაბრუნებას ცდილობენ შეუმჩნევლად.ოცნების ქალებს ყველაფერს პირდებიან და შემდეგ ამ პირობების შესასრულებლად, ყველაფერს აკეთებენ თუნდაც მათგან შორს ყოფნა დარჩეთ ერთადერთ გზად,რადგან ოცნების ქალებს უპირობო ადამიანად ვერ დაენახვებიან.ოცნების ქალისთვის ყიდულობენ საჩუქრებს მერეც,როცა უკვე ძალიან გვიანია და ოცნებობენ საჩუქარი ადრესატმა უთქმელად იგრძნოს.ოცნების ქალზე ოცნებობენ მის გაცნობამდეც და მასთან ყოფნის დროსაც,შემდეგ კი მისთვის არჩეულ ვარსკვლავს მარტოები ყოველ ღამე კისერ დამძიმებულები,სუნთქვა შეკრულ თვალებს აპყრობენ.ოცნების ქალზე არ ქორწინდებიან,თუმცა კი მათზე ოცნებაც ერთგულად უყვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები