ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2022


ბედნიერება?! ირონიულ ღიმილში გტოვებ

სად გადის ზღვარი?!
სწორს და კარგთან..
ან ვისით ვმსჯელობთ?!
მატყვია დაღი..
მიუკაკუნა ცის კამარას
განცდების ქროლამ..
ეს განსაცდელი ვისთან უფრო ძლიერი არის?!
შენ ვერ ივსები,
მე ყოველ წამს დაცლისთვის ვბორგავ ..
საღად ვაზროვნებ?! შიგნით გული გამოგლეჯს ნეკნებს..
ასე მგონია შიგნიდან მჭამს
ფიქრებთა გროვა..
ბედნიერება?! ირონიულ ღიმილში გტოვებ..
ფრთები დავთმე და ფეხით ვლამობ  შენამდე მოსვლას..
ან კი მოვაღწევ?
კვლავ მომელი?!
ეჭვი მღრღნის შიგნით..
ნაპეწკლებს უმალ მიქრობს როცა იმედი ჩნდება!
გაუსაძლისად გასატანი ყოველი ფიქრი..
რეალობაში ნეტავ გული შეწყვეტდეს ფეთქვას..
ეს გზა ჩემია.. ჩემი ტვირთი.. ჩემი სათრევი..
კედლებზე კაწრავს დღეებს გრძნობა და ვერ დავცალე..
ჩემზე ძალიან მტანჯავს განცდა - შენი სათმენი..
შებოჭილს გხედავ..  მარწუხებით როგორ დაგღალე..
ჩიტი ვარდება რომ ისწავლოს ფრთების დაქნევა
და რომ ჰაერში დაიმკვიდროს თავისი თავი..
დაცემის შემდეგ კვლავ ზეცისკენ აღემართება..
გამარჯვებისთვის ვარდნაც სწორი მიზანი არის..
ყოველ წამს გული და გონება შენს სახელს ყვირის..
ასე გულცივად სათითაო წუთებად მიდის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები