ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2022


. . .

ქარია გარეთ და ღრუბლები
დალაგდნენ ანთებულ ანძაზე..
სადღაც შორს,
კვლავ კივის თეთრი ბუ
და ეს ხმა ქარის ხმას ამძაფრებს.

ვინტაჟურ ვესტიბულს სანთლები
უხდება..
ცაც ისე ციმციმებს.
ამაღამ ამ ლექსში დავრჩები.
ამაღამ არაფერს ვისიზმრებ.

ლექსია ცხადიც და სიზმარიც..
ლექსში მაქვს უფლება დაკარგვის.
ლექსებით სიმშვიდე ვისწავლე.
ლექსებით თავს ჯვარზე ვაკრავდი.

იღლები, როდესაც ცხოვრებით..
შედიხარ ლექსში და იქ კვდები.
თუ იგრძნობ სამყაროს მობეზრდი
გულს მასაც მოულბობ სიტყვებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები